ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის მარსელუ კეიროგამბის განცხადებით, ქვეყანაში 60 წლის ზემოთ ასაკის პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზით აცრა შესაძლებელი გახდება.
„Covid-19-თან საბრძოლველად, ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში გავავრცელებთ. ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის კამპანიის პროგრესის შედეგია, რომელიც სწრაფი ტემპებით გრძელდება“, - განაცხადა ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა.