Forbes-ის რეიტინგით, ილონ მასკი კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანია. 203,4 მილიარდი ქონებით მასკი კვლავ რეიტინგის სათავეში მოექცა.
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რომელმაც ილონ მასკს დროებით ჩამოართვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული. რეიტინგში მესამე ადგილს Louis Vuitton Moet Hennessy-ს მფლობელი ბერნარ არნო იკავებს.
რეიტინგი Forbes Real-Time რეალურ დროში, უმსხვილესი კომპანიების აქციების მიმდინარე ღირებულების მიხედვით ახლდება. მასკი ისტორიაში მესამე ადამიანია გახდა (ბეზოსისა და არნოს შემდეგ), რომლის ქონებამაც Forbes Real-Times-ში 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.