ჩრდილოეთ კორეამ ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, შეიარაღების სისტემის განვითარება ჩრდილოეთ კორეის თავდაცვისუნარიანობის ზრდას ემსახურება, ზებგერითი რაკეტა კი სტრატეგიულ იარაღს წარმოადგენს.
"რაკეტა საათში, დაახლოებით, 6200 კმ სიჩქარეს აღწევს. ზებგერითი რაკეტა Hwasong-8, რომელიც თავდაცვის 5-წლიანი განვითარების გეგმაში შემავალი შეიარაღების სისტემის ხუთ ყველაზე მნიშნელოვან იარაღს შორის შედის", - აცხადებენ ჩრდილოეთ კორეაში.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.