თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილი დაყადაღდა
„მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძეს შეფასებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, სავარაუდოდ, "ფორმულას" მიერ "ედისონ რისერჩის" კვლევის გამოქვეყნებასთან არის კავშირში და სამართლებრივი პროცესის მთავარი ადრესატი არა დავით კეზერაშვილი, არამედ მის მფლობელობაში მყოფი მედიაა.
ტელეკომპანია "ფორმულა" თავდაცვის სამინისტროს სარჩელს, კრიტიკულ მედიასაქმიანობას უკავშირებს