165 ქვეყანას ჩინეთის 385 მილიარდი დოლარი ვალი აქვს

165 ქვეყანას ჩინეთის 385 მილიარდი დოლარი აქვს ვალი. ამის შესახებ ინფორმაციას. ამერიკული კვლევითი ლაბორატორია „ეიდ დეითას“ (AidData) აქვეყნებს.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 165 სახელმწიფოს ჩინეთის 385 მილიარდიანი ვალი ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პროექტების შედეგად დაუგროვდა.

ორგანიზაციის ოთხწლიანი კვლევის თანახმად, 42 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის ვალი ჩინეთის მიმართ მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს აჭარბებს. მათ შორის არიან ლაოსი, პაპუა ახალი გვინეა, მალდივები, ბრუნეი, კამბოჯა და მიანმარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთ-ლაოსის რკინიგზის პროექტი მთლიანად არის დაფინანსებული არაოფიციალური ვალით, რაც ლაოსის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს უტოლდება.

ანგარიშის მიხედვით, 2000-2017 წლებში 165 ქვეყანაში „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის“ 13 000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულება 843 მილიარდი დოლარია.