ნორვეგიის საზღრის კვეთის რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდება

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნორვეგიის საზღრის კვეთის რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდება.

პირველ ეტაპზე (რომელიც 25 სექტემბერს დაიწყო), ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს ნორვეგიაში შესვლის უფლება ეძლევათ.

იგივე ეხება იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. იასამნისფერ ქვეყნებში ცხოვრობენ. (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, რომელთაც კორონა ვირუსის გავრცელების სიხშირის შესაბამისად, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ იასამნისფერი სტატუსი მიანიჭა, ასეთია მაგ: ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი, ტაივანი).

სხვა ყველა ქვეყნის მოქალაქეზე, არსებული სამგზავრო შეზღუდვები ჯერ-ჯერობით, უცვლელად ვრცელდება. 25 სექტმებრიდან, ასევე მოიხსნა სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა, იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში მწვანე ან ნარინჯისფერი ზონის ქვეყნებიდან მიემგზავრებიან. თუმცა წითელი, მუქი წითელი, იასამნისფერი და ნაცრისფერი ზონის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ნორვეგიაში შესვლისას კარანტინი ისევ სავალდებულოა. გამონაკლისს წარმოადგნენ ის პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია საზღვარზე წარადგინოს ევროკავშირის მიერ აღიარებული, ციფრული კოვიდ სერთიფიკათი (EUDCC).

მეორე ეტაპზე (რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება), ნორვეგიის მთავრობა გეგმავს, მოხსნას ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. გაუქმდება ასევე კარანტინის ვალდებულება, თავდაპირველად ევროკავშირის ეკონომიკური ზონის, შენგენისა და იასამნისფერი ზონის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მესამე ეტაპზე, გადაიხედება ნორვეგიაში შესვლის არსებული შეზღუდვები და რეგულაციები, მათ შორის კარანტინის წესი. ასევე მოიხსნება მოთხოვნა პსრ ტესტის პასუხსა და სავალდებულო ტესტირებაზე, თუმცა არსებული წესი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კვლავ აღდგეს.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული

ნორვეგია კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ: რა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა