1 751  ინფიცირების ახალი შემთხვევა, 30 გარდაცვლილი და 1 019 მძიმე პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 42 657 ტესტის შედეგად, ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 633 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 4.1%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 057, საიდანაც 4 169 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 019 , ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პაციენტი. 14 120 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს, საცხოვრებელ ბინაში გადის .

28 199 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, 14 458 - PCR ტესტით.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614 763-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.22%.

საართველოში კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვს 586 704 ადამიანს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.