რუმინეთში, ქალაქ კონსტანცის ინფექციური დაავადებების ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში, ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილები კოვიდინფიცირებული პაციენტები არიან.
რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკაში 113 პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის 10 - ინტენსიურ განყოფილებაში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ რუმინეთის ქალაქ პიატრა ნეამტის კლინიკაში, რომელშიც COVID-19-ის პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპული პაციენტები ფილტვების ვენტილაციის დანადგარებზე იყვნენ მიერთებული.