უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილის მიერ ქვეყნიდან გასვლის ფაქტზე უკრაინაში გამოძიება დაიწყო

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკრაინაში, სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. იუსტიციის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს, რადგან როგორც ცნობილია, უკრაინაში მის მიმართ სისსხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, თუ სააკაშვილი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, კიევში დაბრუნდეს: „ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“.

„ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

„არავითარი სურვილი არ გვაქვს, უკრაინაში მოიხადოს სასჯელი, არავითანი მიზანშეწონილობა ამის არ არსებობს“, - დაამატაკულტურის მინისტრმა.

ამავე თემაზე:

პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს