Facebook-ი გლობალური შეფერხების შესახებ იტყობინება

Facebook-ის, Messenger-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მუშაობა გლობალურად შეფერხებულია. ტექნოლოგიური გიგანტის კომუნიკაციის დირექტორმა ენდი სტოუნმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და ყველაფერს აკეთებენ მომსახურების აღსადგენად. შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„ვიცით, რომ შეფერხება არსებობს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.