მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის გათიშვის გამო ბოდიში მოიხადა.

„Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის - ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს მარკ ცუკერბერგი.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ქსელური ხარვეზი დაახლოებით 6-საათიანი მუშაობის შემდეგ აღმოფხვრა. სიციალური ქსელი, ყველა თავისი პროდუქტით, მათ შორის WhatsApp -ის ჩათვლით, გათიშული იყო.

Bloomberg-ის ცნობით, Facebook-ის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე საათში 5.43%-ით შემცირდა. კომპანიის მფლობელმა და დამფუძნებელმა კი 7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.