ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსზე გამარტივებული ტესტირებით ისარგებლონ

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსზე გამარტივებული ტესტირებით ისარგებლონ.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თავის პოლიკლინიკას, ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართოს.

"ტესტირებისთვის ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება როგორც მოქალაქისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებისთვის - საჭირო აღარ იქნება ოჯახის ექიმის გადამისამართება", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში საშუალოდ დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3 500-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება, ყოველდღიური მაჩვენებელი კი ორივე მეთოდს ეყრდნობა.

„უკვე ერთი თვეა, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, ე.წ. PCR ტექნოლოგიისა (ოქროს სტანდარტისა) გარდა, ვიყენებთ ახალი გენერაციის, ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტებში გვაძლევენ საკმაოდ კარგ შედეგს, ინფიცირებულია თუ არა ის. აქედან გამომდინარე, ახალი მიმართულება, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში და მთლიანად, მსოფლიოში მეტი აქცენტი კეთდება და მეტად ფართოვდება ლაბორატორიული კვლევები და სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება. თვითონ, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენებოდა გარკვეულ ჯგუფებში მოსახლეობის, ჯერ კიდევ აპრილ-მაისიდან, მაგრამ ასეთი ფართო, მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ. დღეს ქვეყანაში საშუალოდ ტარდება დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3 500-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ის ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყრდნობა. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ქვეყნებში წესდება შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ ტესტების რაოდენობა მთლიანობაში 20000-მდე ავიდეს. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია, შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები", - აღნიშნა მან,