პაკისტანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს, მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. .
პირველადი მონაცმეებით, პაკისტანის სამხრეთ ნაწილში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა 300-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია უამრავი ნაგებობა. ასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით 102 კილომეტრში დაფიქსირდა.