უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახური უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გასვლის საკითხს იძიებს.

გამოძიებულია უკრაინიდან მისი გამგზავრების გარემოებები და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტი. ყველა ინფორმაცია დეტალურად შემოწმდა, როგორ დატოვა მან უკრაინა“, - განუცხადა უკრაინულ მედიას სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ.

მისივე თქმით, დღეისათვის სამხრეთ რეგიონალური დირექტორატის რიგ მოხელეებს შეჩერებული აქვთ თავიანთი მოვალეობები გამოძების დასრულებამდე.

„არის თუ არა მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის შესახებ, მე ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის პირადი ინფორმაცია პიროვნები“, - განაცხადა სპიკერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ამავე თემაზე

მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის: მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს