პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხაც შეეხო.
„ვისაუბრეთ ბევრ თემაზე და, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ საკითხსაც, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია და ყველას აინტერესებს - ეს არის სააკაშვილის გამოპარვა უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად ქმნის უხერხულობას ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ, რაც ეხებოდა საზღვრების უკანონო კვეთას. ორივე მხრიდან ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ ვერცერთი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნვ მაინც გაუარესდეს. ექსტრადიციაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და მხოლოდ ამ ურთიერთობების გამყარებაზე ვფიქრობთ.ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩრდილი მიაყენოს მეგობრობას და ამას უნდა ყველა შეეგუოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
„ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და ამის მხოლოდ და მხოლოდ გამყარებისთვის ვფიქრობთ“, - დაამატა კახა კუჭავამ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიღებაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.
„ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიხეილ სააკაშვილზე საერთოდ არ გვისაუბრია. მიღება იყო და სულ სხვა ღონისძიება. ვიყავით ცერემონიაზე სხვა ქვეყნის სპიკერებთან ერთად და გვქონდა საუბარი სხვა თემებზე. მე ზელენსკის პირველად შევხვდი და ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ამავე თემაზე: