რუსთავის ციხესთან ზვიად კუპარავა აქციის ორ მონაწილესთან ერთად დააკავეს

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხმაური იყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ზვიად კუპრავა, აქციის ორ მონაწილესთან ერთად დააკავეს.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს დილიდან მივიდნენ.აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და ციხის პერიმეტრზე პროტესტის ნიშნად წარწერების დატოვება სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა თქმით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება.

დღესვე, მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გაიმართება მასშტაბური აქცია.

რუსთავის პოლიციის უფროსის განცხადებით, ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლება