„ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გადავა თუ არა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, უფრო კონკრეტულად, გაზრდის თუ არა აშშ როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას საქართველოში“, - ეს თემა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ.
„დიახ, იმედი მაქვს ასე მოხდება. მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება მტკიცე კრემლთან მიმართებით და რომ შავი ზღვის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარჩება. მოუთმენლად ველოდები, ვინ იქნება ჩვენი ახალი თავდაცვის მდივანი და ვინ დაიკავებს მეორე და მესამე პოზიციებს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში. ეს აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სიგნალი თუ რა მიმართულებას აირჩევს ბაიდენის ადმინისტრაცია.
დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.