BBC-ის ცნობით, გვატემალას პოლიციამ, სატვირთო კონტეინერში, 126 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინა. პოლიციამ კონტეინერს ადამიანების ტირილის დ აყვირილის ხმაზე მიაგნო.
როგორც BBC იუწყება კონტრაბანდისტები მიგრაციის მსურველებს აშშ-ში გადაყვანას შეპირდნენ, თანხის აღების შემდეგ კი კონტეინერში გამოკეტეს და მიიმალნენ.
მიგრანტების უმეტესობა ჰაიტიდანაა, შედარებით მცირე ნაწილი - ნეპალიდან და განადან. ისინი ჯერ მექსიკამდე უნდა მიეყვანათ, შემდეგ - აშშ-ის ტერიტორიაზე.