რუსეთში ავიაკატასტროფას 19 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ორძრავიანი, მოკლე მანძილზე საფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი Let L-410 Turbolet-ი ჩამოვარდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები პარაშუტისტები იყვნენ.

შემთხვევა ვოლგისპირეთის ერთეულში, თათრეთში მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.