ბათუმში მომხდარი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქალაქ ბათუმში, შენობის ჩამონგრევის გამო, რის შედეგადაც, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნავს სომხეთის პრეზიდენტი.
8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.