Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის მეოთხე ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა.
"აიცერი და მოიგეს" 10 000 ლარიანი გათამაშების მორიგი მფლობელი Sinovac-ით აცრილი ბათუმელი გახდა
სამმა ვაქცინირებულმა 5000-5000 ლარი მოიგო, ოთხმა კი 1500-1500 ლარი, ცხრა ადამიანმა - 1000-1000 ლარი.
STOPCOVID - ლატარია „აიცერი და მოიგე“ იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყო 13 სექტემბერს, ხოლო პირველი გათამაშება 14 სექტემბერს შედგა. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.
გათამაშების დაწყებიდან დღემდე, 4 371 გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხის ჯამური მაჩვეებელი 660 000 ლარია.