ივანე ჩხაიძე: თუ ინფიცირების მაჩვენებელი მომდევნო კვირაშიც მოიმატებს, მეხუთე ტალღის დასაწყისი იქნება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია მომდევნო კვირაშიც გაგრძელდა, მეხუთე ტალღის დასაწყისად ჩაითვლება.

"ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევები იმატებს, თუ არ ავიცერით, ძალიან რთული ნოემბერი გველის

ამირან გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ტვინდემია- გრიპის და კორონას დატყუპება, სამწუხაროდ გვექნება ძალიან რთული ნოემბერი