ჩაქვში, ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერი ამოტრიალდა

ჩაქვში, ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა ამოტრიალდა.

თვითმხილველების თქმით, ტრაილერი ორ სატვირთო და ერთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია.