BBC-ის ცნობით, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთის შანსის რეგიონში 1,76 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
გასულ კვირას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ რეგიონში სახლების ჩამოშლა და 70-ზე მეტ რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. დანგრეულია 17 ათასზე მეტი სახლი. 120 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად გარდაცლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო რთულად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიციის თანამშრომლები რეგიონში მეგაფონებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას არსებული სიტუაციის შესაბამის ქცევის წესებს აცნობენ.