ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თანაშემწე სამი ჯასიმი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ განაცხადა.

აშშ-ს ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ჯასიმი დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა და ზედამხედველობას უწევდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ნავთობის, ბუნებრივი აირის, სხვადასხვა მინერალების და ანტიკვარიატის გაყიდვებიდან შემოსულ ფინანსებს..

ამერიკის მთავრობას ჯასიმის დაჭერის ან მასზე ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.