კვლევა: ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგმა ბოლო 9 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგი კლებას განაგრძობს. „ლევადა ცენტრის“ მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტისადმი ნდობის რეიტინგი 53% -მდე დაეცა და ბოლო 9 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 19-26 აგვისტოს, 18 წლის და უფროსი ასაკის 1619 ადამიანს შორის, რუსეთის ფედერაციის 137 ქალაქსა და დაბაში.

ეს რეიტინგი 2017 წელს, 69% -დან 61% -მდე შემცირდა.

ლევადას ცენტრის მონაცემებით, 55%-ზე ქვემოთ, პუტინის რეიტინგი მხოლოდ 2004-2005, 2011-2012 წლებში დაეცა.

„ყირიმის ანექსიამ პუტინის რეიტინგები ისტორიულ ზღვრამდე მიიყვანა, მაგრამ 2018 წლის საპენსიო რეფორმამ რეიტინგი შეამცირა და მას შემდეგ კლების შეჩერება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.