„პირველ რიგში, ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო თავად ირჩევს და წყვეტს თვის გზას. სურს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას NATO-ს წევრი გახდეს - ეს საკითხი კონკრეტულმა ქვეყანამ და NATO-ს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლისაბონში, NATO-ს 67-ე საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეკითხვების საპასუხოდ.
მისივე თქმით, რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. რუსეთმა არასდროს უნდა მიიღოს ვეტოს უფლება, ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თავისი მომავალი განსაზღვროს.
რუსეთი ყოველთვის ამბობს, რომ NATO-ს გაფართოება პროვოკაციაა. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი NATO-ს შეუერთდნენ, რუსეთი მაშინაც ამბობდა, რომ ეს პროვოკაცია იყო. და როდესაც ნორვეგია NATO-ს შეუერთდა, სტალინი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.
ასე რომ, მხოლოდ NATO-ს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, საქართველო და უკრაინა, NATO-ს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ამავე თემაზე: