ეკონომიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატები დევიდ კარდი, ჯოშუა დ. ანგრისტი და გვიდო ვ. იმბენსი არიან.

დევიდ კარდს პრემია შრომის ეკონომიკაში ემპირიული წვლილისთვის მიენიჭა. ჯოშუა დ. ანგრისტსა და გვიდო ვ. იმბენსს - მიზეზობრივი კავშირის ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის.

ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჟურნალისტებს მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცათ. BBC-ს ცნობით, ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა 2021 წლის ნობელის პრემია მათთვის მიენიჭებინა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მარია რესა გამოხატვის თავისუფლების უშიშარი დამცველია.