გზავნილები უკრაინა-ევროკავშირის სამიტიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციიდან მოუწოდა.

მისი აზრით, სასანქციო სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც მონაწილეობდა ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და დონბასში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასევე უნდა მიექცეს ყურადღება დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს.

ასევე წაიკითხეთ: კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უსაფრთხოება ასევე ნიშნავს ძალისხმევის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და ევროკავშირს შორის რამდენიმე შეთანხმების გაფორმება. ევროკავშირის მხრიდან სამიტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობენ.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტის განცხადება

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ოლიგარქების გავლენის შემცირებას ითვალისწინებს. როგორც urointegration.com-ი იტყობინება ამის შესახებ საუბარია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება, მათ შორის, დეპოლიტიზებული დამსახურებაზე დაფუძნებული არჩევის პროცესით.

„ევროკავშირი მიესალმა უკრაინის მცდელობებს შეზღუდოს კორუფცია და მის ძალისხმევას კერძო ინტერესების გავლენის წინააღმდეგ (დეოლიგარქიზაცია) მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის დასაბუთებული მიღებითა და განხორციელებით, და მოუწოდა უკრაინას, შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ. ამ მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად

ევროკავშირმა ასევე დაადასტურა თავისი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მცდელობებისადმი, გაატაროს ფართომასშტაბიანი რეფორმები, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ებრძოლოს კორუფციას.