საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, თუმცა დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პირველი მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ, ბიძგები კიდევ ერთხელ განმეორდა.

გასულ თვეს კრეტაზე მომხდარ 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.