ფილიპინების პრეზიდენტი: ისინი, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ღამით, ძილის დროს უნდა ავცრათ

ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს განაცხადებით, ისინი, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ღამით, ძილის დროს უნდა აცრან.

„პრობლემა ის ხალხია, ვისაც ვაქცინაცია არ სურს. მოძებნეთ ასეთი ხალხი თქვენს სოფელში, მოდით, წავიდეთ და ძილის დროს ვაქცინა გავუკეთოთ. თუ მათ ვაქცინაცია არ სურთ, მოდით, შევიდეთ მათ სახლებში ღამით. მე ამას გავაკეთებ“, - აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ვაქცინაციის მონაწინააღდეგებს პატიმრობით ემუქრებოდა.

"იმ ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ. არ გამიგოთ არასწორად, მაგრამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, საგანგებო მდგომარეობაა. თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით. მავნებლები ხართ და სიტუაციას ამწვავებთ“, - აცხადებდა როდრიგო დუტერტე.