ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ გრანტის ნაწილიც ვერ მიიღო

„ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ გრანტის ნაწილიც ვერ მიიღო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე, როდესაც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით.

„გრანტი შედარებით ცოტაა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც 5,7,10 მლნ გრანტი სრულდ ვერ მივიღეთ, რადგან გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არა იმიტომ რომ ქვეყანამ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მანვე დაამატა, რომ ევროკავშირთან გრძელდება თანამშრომლობა, რომ რეფორმებზე დაფუძნებული რესურსი მიიღოს ქვეყანამ.

ამავე თემაზე:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე: უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა