რუსთავის ციხეში ხანძარია

რუსთავის ციხეში ხანძარია. ცეცხლი სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის მე-17 დაწესებულების სამზარეულოში გაჩნდა.

ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები. ციხის შიდა ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ეს არ არის ის შენობა, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის. #12 პენიტენციური დაწესებულება ცალკე დგას #17 დაწესებულებისგან.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა პატიმრების ევაკუაცია.