2020 წელს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა 42,5 მილიონი იზარალა

2020 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა 42,5 მილიონი იზარალა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ტელეკომპანიამ გაასაჯაროვა.

დოკუმენტის თანახმად, პანდემიის და რეიტინგის შემცირების შედეგად, 2019 წელს ტელევიზიის შემოსავალი მანამდე არსებული 23.6 მილიონი ლარიდან 15.4 მილიონამდე შემცირდა. 2019 წელს კი არხსი ზარალი 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს ზარალი 42.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს ტელევიზიის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავალმა 15.4 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა ტელევიზიის ხარჯების დასაფინანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

" არხმა გასულ წელს ხელფასების სახით 26.8 მილიონი ლარი გასცა. მთლიანობაში ტელევიზიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 33 მილიონი ლარი იყო. ამასთანავე, ტელევიზიას 7.4 მილიონი ლარის ცვეთის ხარჯი ჰქონდა, საპროცენტო ხარჯებმა 3 მილიონი ლარი, საკურსო ზარალმა კი 9 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არხის აქტივები 53.2 მილიონი ლარი იყო, ამასთან ტელევიზიას ჰქონდა დაგროვილი ზარალი 104.6 მილიონი ლარის ოდენობით", - აღნიშნულია ანგარიშში.

2019 წლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2”-ის 60%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. ტელევიზიის 40%-იანი წილი ეკუთვნის შპს პანორამას, რომელიც ასევე ბიზნსესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის 60%-იანი წილი დაყადაღებულია.