ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეგილს ლევიტს Covid ინფექცია შვედეთში ვიზიტის შემდეგ დაუდასტურდა.

ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ლატვიის პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით სრულად აცრილია.