ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა.
დემონსტრაცია "ჰეზბოლას" მიერ იყო ორგანიზებული და მისი მონაწილეები იმ მოსამართლის გადაყენებას ითხოვდნენ, რომელიც გასულ წელს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეზე მუშაობს.
ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ინფორმაციით, დაღუპულები შიიტი მუსლიმები არიან და მათ ცეცხლი ახლოს მდებარე შენობაში გამაგრებულმა მემარჯვენე ქრისტიანული პარტიის წარმომადგენლებმა გაუხსნეს.
ლიბანის არმიის განცხადებით, მომიტინგეები დედაქალაქის ადლიას რაიონისკენ დაიძრნენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე მდებარეობს. სამხედროებმა ცეცხლის გახსნის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა როგორც აცხადებენ, იისნი არმიას არ დაემორჩილნენ.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ ხალხს სიმშვიდის აღდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ლიბანის ძალადობაში ჩათრევის მცდელობას აქვს ადგილი.
ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა, პირობა დადო, რომ 15 ოქტომბერს ლიბანის დედაქალაქში გამართული მიტინგის დროს სროლაში გარეული პირებს პასუხისგებაში მისცემენ.
სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ დააკავეს ცხრა ეჭვმიტანილი, მათ შორის, ერთი სირიელი. 14 ოქტომბერს ტელევიზიით გამოსვლისას მას მერე, რაც სულ მცირე ხუთი პირი იქნა მოკლული და 30 დაშავებული, აუნმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ლიბანში მეტოქეებს შორის კვლავ იარაღი გახდეს ურთიერთობის საშუალება.