აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ ეტაპზეა და მეტი ვაქცინაციაა საჭირო.
ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მანდატი მუშაობს, უფრო მეტმა ამერიკელმა უნდა გაიაროს ვაქცინაცია.
„ჩვენ ძალიან გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, რადგან ვმუშაობთ იმისთვის, რომ კორონავირუსი შევაკავოთ. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ამერიკაში 66 მილიონი არავაქცინირებული ადამიანია. გთხოვთ, აიცერით. პანდემიას მხოლოდ ასე ჩამოვიტოვებთ უკან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.