დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება

დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო ხდება.

იტალიის მთავრობამ აღნიშნული დადგენილება 16 სექტემბერს მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკაში კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაციის ვალდებულების შესახებ რეგულაციები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 66 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 240 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა ლატვიაში. ინფიცირებულთა შორისაა ლატვიის პრეზიდენტიც.

შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია "მოდერნას" ვაქცინით "ბუსტერ" დოზის გაკეთებას 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და რისკჯგუფში შემავალი პირებისთვის.