BBC: 43 ათას კოვიდინფიცირებულს ტესტებმა უარყოფითი პასუხი უჩვენა, რის გამოც ტესტის მწარმოებელმა ლაბორატორიამ მუშაობა შეაჩერა

ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 43 ათას კოვიდინფიცირებულს ტესტებმა უარყოფითი პასუხი უჩვენა, რის გამოც ტესტის მწარმოებელმა ვულვერჰემპტონის ლაბორატორიამ მუშაობა შეაჩერა.

საქმე ეხება PCR ტესტებს.

როგორც BBC იუწყება, მჟამად ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები უკავშირდებიან იმ პირებს, ვისი კოვიდტესტის პასუხიც შესაძლოა, არასწორი ყოფილიყო, რათა მათ ლაბორატორიული შემოწმება ხელახლა ჩაიტარონ.

ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტების არასწორი პასუხების ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაერთ ადამიანს, სწრაფი ტესტის შედეგად კოვიდი დაუდგინდა.