საარსებო მინიმუმი 216 ლარი გახდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 32 ლარით მეტია

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით, მთელი 32 ლარით მეტია. ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებაზე მეტყველებს.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სექტემბრის თვეში ყველაზე მაღალი - 12.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს