ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა.
ტელეკომპანია Al jazera-ს ცნობით ქ. ყანდაარის შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, სადაც შიიტები ტრადიციულ პარასკევის ლოცვას ასრულებდნენ.
დაიღუპა და დაიჭრა ათობით ადამიანი. ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმაა შიიტებზე. 8 ოქტომბერს ქ. ყუნდუზის შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული მსგავსი თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორი ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" იყო, რომელსაც კონფესიური (სუნიტურ-შიიტური) დაპირისპირების დაწყება სურს ავღანეთში.
„ყანდაარის შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის გამოც დაღუპა და დაშავდა ჩვენი მრავალი თანამემამულე. დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, რეგიონში „თალიბანის“ სპეციალური ძალები შევიდნენ“, - წერს თალიბანის შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელი ყარი საიდ ხოსტიმი.