აშშ-ში სპორტული შეჯიბრის მაყურებელს და მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ში, ალაბამას შტატში, შეირაღებული პირები ხალხს თავს დაესხნენ. სპორტული შეჯიბრის მაყურებელს და მონაწილეებს, შეიარაღებულმა უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს.

CNN-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

დაჭრილთაგან ორი არასრულწლოვანია. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცველებს დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. არსებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული სპორტული კომპლექსის გარედან ისროდა.