Reuters-ის ცნობით, ეკატერენბურგში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გარდაცვლილებს მეთილის სპირტი ჰქონდათ დალეული. მათ ალკოჰოლი 7-დან 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისგან შეიძინეს.
ის ადამაიანები, რომლებიც მეთილის სპირტს ჰყიდნენ პოლიციამ დააკავა.