ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა. ექიმების თქმით 4 681 ადამიანიდან უმტესობა მეორე დოზით აცრა, რაც იმას ნიშნავს რომ ბოლო კვირებში, პირველი დოზით აცრის სურვილს სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოთქვამს.

17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა. აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 % სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%.

15 ოქტომბერს, 6 673 ადამიანი აიცრა, 14 ოქტომბერს მხოლოდ - 3842.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 123 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, 28 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 359 საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 ინფიცირებული.

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო

ამირან გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ტვინდემია- გრიპის და კორონას დატყუპება, სამწუხაროდ გვექნება ძალიან რთული ნოემბერი