მომავალ კვირას კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. Reuuters-ის ცნობით, ამის შესახებ The Verge-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს რომ Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect განაცხადებს, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება. წყაროს ცნობით, ახალი სახელწოდება ამ ეტაპზე კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაც კი უცნობია.
Reuuters-ის ცნობით, ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო.
The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.