რუსეთში, როსტოვის რეგიონში მდებარე ბირთვული ელექტროსადგური ქსელიდან გამორთეს მას შემდეგ, რაც ორთქლის გაჟონვა აღმოაჩინეს.
ინციდენტის მიუხედავად, რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ელექტროსადგურში რადიაციის დონე ნორმალურია.
სახელმწიფო ბირთვული სააგენტოს, „როსატომის“ შვილობილი კომპანიის, „როსენერგოატომის" მტკიცებით, ბირთვული ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი ქსელიდან თბომექანიკური მოწყობილობის რემონტისთვის გათიშეს.
მანამდე როსტოვის ატომურ ელექტროსადგურში, შედუღებულ მილში მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს , რომელიც ტენიანობისა და ორთქლის დონის კონტროლისთვის გამოიყენება.
„როსენერგოატომმა“ განაცხადა, რომ მილი არ შეიცავს რადიაციას.
ოთხბლოკიანი ატომური ელექტროსადგური რეგიონის დედაქალაქ როსტოვიდან 250 კილომეტრზე მდებარეობს.