რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კოვიდპანდემიის გამო, 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი ლოკდაუნი წესდება. ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის მერმა სერგეი სობინინმა განუცხადა.
რუსეთის დედაქალაქის მერის განცხადებით, "ლოქდაუნის" პერიოდში იკეტება სკოლები და საბავშო ბაღები, ასევე ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება.
მისივე თქმით, ბარები და რესტორნები ღია დარჩება, მაგრამ მხოლოდ გატანისა და მიტანის მომსახურებით მუშაობის უფლება ექნებათ.
შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში, პირველად, ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა დაინფიცირების 36 339 შემთხვევა და ვირუსს კიდევ 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.