95 წლის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მრავალი წლის შემდეგ პირველად, ღამე კლინიკაში გაატარა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 95 წლის ელისაბედ მეორემ, მრავალი წლის შემდეგ პირველად, ღამე კლინიკაში გაატარა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, 18 ოქტომბერს დედოფალმა უინძორის სასახლეში მილიარდერ ბიზნესლიდერებს უმასპინძლა "სასმელმების თანხმებით". შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ბრიფინგი გამართა მწვანე ინვესტიციების თაობაზე. ღონისძიებაზე დედოფალი სრულიად ჯანსაღად გამოიყურებოდა.

სამეფო კარის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციის დედოფალი კლინიკაში „წინასწარი გამოკვლევის“ მიზნით იმყოფებოდა. მათი ცნობით, დედოფალი კარგ განწყობაზეა და ის უინძორის სასახლეში დაბრუნდა. კლინიკაში მოთავსების გამო ელისაბედ მეორემ ირლანდიაში ვიზიტი გადადო.

მოგვანებით, სასახლეში განაცხადეს, რომ დედოფალს დასვენება ურჩიეს და მისი საავადმყოფოში მოთავსება არ უკავშირდება COVID 19 -ს.

როიტერსი სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დედოფალმა ღამე, ლონდონის ცენტრში მდებარე მეფე ედუარდ VII-ის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაატარა.

დედოფალი ელისაბედს მომავალ წელს ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრuლდება, ის ცნობია კარგი ჯანმრთელობით. ელისაბედ მეორე კლინკაში ბოლოს 2013 წელს გასტროენტერიტის სინპტომებით იმყოფებოდა.