ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის ზედიზედ მეხუთედ გახდა. ოქროს მედალი მან ამჯერად პორტუგალიაში მოიპოვა, სადაც +100კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.
ალექსი დავითაშვილმა გამარჯვება ფინალში ამერიკელ ჰეკტორ ნეგრონის დამარცხებით მოიპოვა.