მსოფლიო პატრიარქი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამერიკის ბერძნული მართლმდადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ეპარქიის ცნობით, პატრიარქი ბართლომე ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოშია მოთავსებული.

მათივე ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებამდე მსოფლიო პატრიარქმა თავი შეუძლოდ იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის გამო.

ექიმმა პატრიარქზე დაკვირვების მიზნით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ღამე საავადმყოფოში გაატარა. მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.